წარმატების ისტორია

ჟერარდო ისრაელ პადია ვილარეალი - CETYS უნივერსიტეტი, მექსიკა (ორმხრივი/ბილატერალური გაცვლა)

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობს დროს მქონდა მრავალი ქვეყნისა და უნივერსიტეტის შერჩევის შესაძლებლობა, საბოლოოდ, შევარჩიე საქართველო და კავკასიის უნივერსიტეტი, რადგან ეს გასაოცარი შესაძლებლობაა ახალი ქვეყნისა და საკუთარი თავის აღმოჩენისთვის. ქვეყანა არის კულტურის, გასტრონომიის, ბუნებისა და არქიტექტურის ფარული ძვირფასი ქვა, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანი აღმოაჩენს, მაგრამ ისინი, ვისაც ამ გამოცდილების მიღების შანსი აქვს, არასოდეს ნანობს თავის გადაწყვეტილებას. გარდა ამისა, უსაფრთხო ქვეყანაა, სადაც სასიამოვნო ამინდი და პეიზაჟების მრავალფეროვნებაა, რომელიც გამოქვაბულებიდან და ძველი ქალაქებიდან გადადის მთებსა და მდინარეებზე. ხალხი თბილი და სტუმართომოყვარეა, ისინი მხარს დაგიჭერენ ადაპტაციისა და სწავლის პროცესში. საქართველოში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ბიზნესმენებთან კონტაქტი ძალიან ადვილია, ამიტომ თქვენი აკადემიური სწავლება ასევე შეიძლება განვითარდეს პროფესიულ გარემოში დამატებითი პრაქტიკული გამოცდილებით.

კავკასიის უნივერსიტეტს აქვს ძალიან ლამაზი კამპუსი, ქართულ ტრადიციულ მონასტრების სტილით, თანამედროვე აუდიტორიებითა და საერთო სივრცეებით. უნივერსიტეტს აქვს აკადემიური სისტემა, რომელიც საშუალებას გაძლევთ მარტივად ისწავლოთ და ურთიერთობა გქონდეთ თქვენს პროფესორებთან და თანაკლასელებთან. აკადემიკოსები პროფესიონალები არიან, აქვთ გამოცდილება, ქართული დიპლომატიის ყოფილი წარმომადგენლებიდან - აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებამდე, რომლებიც  არიან დაკავებულნი ქართულ ბიზნესში შერწყმასა და შესყიდვებში. ლექციები საინტერესოა, მასალა შესაბამისი და განახლებული, საგანმანათლებლო შედეგები ინტეგრალურია: თქვენ მიიღებთ გამოცდილებას აკადემიურ და პროფესიულ წერაში, ზეპირ პრეზენტაციებსა და კრიტიკულ აზროვნებაში. ამის გარდა, ადმინისტრაციული გუნდი ძალიან მეგობრული და ღიაა იმისთვის, რომ დაგეხმაროს თქვენთვის საჭირო საქმეში.

ძალიან ვამაყობ, რომ CU იყო ჩემი პირველი არჩევანი, ახლა კი, როდესაც აქ ვარ, ვიღებ გამოცდილებას, ნამდვილად შემიძლია ვურჩიო ნებისმიერ სტუდენტს კავკასიის უნივერსიტეტი, ვისაც თავისი კომფორტის ზონიდან გამოსვლა და საკუთარ ქვეყანაში პროფესიონალური და პიროვნული ზრდით დაბრუნება სურს. როგორც უნივერსიტეტის, ასევე ქართველი ხალხისგან სწავლა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო და ეჭვი არ მეპარება, რომ ასეთი გამოცდილება ყველას გააოცებს.


ლილი რუტკეი – კორვინუსის უნივერსიტეტი ბუდაპეშტში, უნგრეთი (Bilateral Exchange)

 

მე მქვია ლილი რუტკეი და ვარ უნგრეთიდან, ბუდაპეშტიდან. მე ავირჩიე თბილისი, რადგან მინდოდა უზარმაზარი განსხვავება და დიდი თავგადასავალი ჩემს ცხოვრებაში. ვფიქრობ, რომ ეს ოცნება ახდა.

თბილისში ცხოვრება ძალიან კარგი გამოცდილებაა, რადგან ეს ქალაქი ძალიან განსხვავებულია სხვებთან შედარებით, სადაც მე აქამდე ვიყავი. ეს არის თანამედროვეს და ძველის და ასევე აზიისა და ევროპის ნაზავი. ეს არის უნიკალური ქალაქი, სადაც ცხოვრება ყოველთვის მიედინება და ვითარდება. ღამის ცხოვრება საკმაოდ ცნობილი და არაჩვეულებრივია თბილისში და გასაოცარია ქართული საკვებიც. ამ მხატვრულ, ალტერნატიულ და ხმაურიან ქალაქში ყოველთვის შეგიძლიათ თავი რამით გაირთოთ.

ქართველი ხალხი ძალიან კეთილი და დიდსულოვანია, თუ ქართულად ან რუსულად არ ლაპარაკობთ, არ შეგეშინდეთ, რადგან ისინი ყოველთვის ცდილობენ გაიგონ და დაეხმარონ უცხოელ სტუმრებს. ამას ყველგან გადააწყდები, ქალაქში, ქალაქგარეთ და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ყოველთვის ავტობუსით ვმგზავრობ შემდეგი მიზეზების გამო: საზოგადოებრივი ტრანსპორტი ძალიან იაფია, თან ამ გზით, შემიძლია ვიცხოვრო ქართული ცხოვრების წესით და ეს ფაქტი ძალიან მომწონს. ავტობუსში ხალხი კეთილია, ისინი საუბრობენ და ეხმარებიან ერთმანეთს. თუ ვინმეს რამე მძიმე ნივთი აქვს, მოხუცი ქალბატონები, რომლებიც სხედან, ამ ნივთს უბრალოდ ფეხებზე დაიდებენ.

რაც შეეხება ფასებს, თბილისი გაცილებით იაფია ვიდრე უნგრეთი. დასავლეთ ევროპაზე ლაპარაკიც არაა. აქ სტუდენტობა ძალიან მხიარულია.

კავკასიის უნივერსიტეტს მხოლოდ ერთი კამპუსი აქვს, რომელიც თბილისის ცენტრიდან 20 წუთის სავალზე მდებარეობს. კამპუსი პატარაა, მაგრამ ძალიან თანამედროვე. მიყვარს ჩემი დროის კამპუსში გატარება, მეგობრული გარემოა, თან ძალიან მიყვარს იქ ყავის მაღაზია. სამაგისტრო პროგრამაზე ვარ, ბიზნესის და სახელმწიფო მართვის სკოლაში, სადაც ვსწავლობ საერთაშორისო ურთიერთობების საგნებს. ჩემი საყვარელი ლექტორი აშშ – დან არის, ის ასწავლის აშშ – ის საგარეო პოლიტიკას. ვფიქრობ, რომ თუკი ვინმეს აქვს შესაძლებლობა, აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეს მის საგანზე. უნივერსიტეტისთვის მჭიდრო გრაფიკი აქვს და სემესტრის განმავლობაში, უამრავი ტესტი, გამოკითხვა, გამოცდა და პრეზენტაციაა. ვფიქრობ, გაცვლითი პროგრამის საუკეთესო რამ არის, კიდევ ერთი ქვეყნის და კულტურის გაცნობა, ამიტომ მიყვარს მოგზაურობა საქართველოს გარშემო, რადგან ქალაქგარეთ ტერიტორია წარმოუდგენელია. ამიტომ ყველას ვურჩევდი, გაზაფხულის სემესტრი საქართველოში გაატარონ, სემესტრის დასრულების შემდეგ გარკვეული დრო, ქვეყნის შესწავლას დაუთმონ.


ტერეზა მარცისზი– კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტი (Bilateral Exchange)

 

გამარჯობა, მე მქვია ტერეზა და ვარ პოლონეთიდან. გაცვლითი პროგრამის სტუდენტობა თავგადასავალია. თქვენ არასოდეს იცით, როგორ დასრულდება ყველაფერი. CU-ში ყოფნიდან ერთი თვის თავზე, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მომწონს კამპუსი და ის ფაქტი, რომ ყველაფერი ერთ შენობაშია. ასევე, ყველა სტუდენტი ძალიან მეგობრული და კეთილია! შესანიშნავია ასეთი ხალხის გარემოცვაში ყოფნა. სწავლის პროცესი არის ინტენსიური, დიდი რაოდენობით ტესტები, მაგრამ თქვენ ამას გაუმკლავდებით, უბრალოდ საჭიროა სისტემატურად იმუშაოთ. რაც აქ ვისწავლე არის ის, რომ ყველაფრისთვის გაქვს დრო, არ უნდა იჩქარო. ყველაზე მეტად აქ მომწონს ის, თუ რამდენად ღიაა ქართველი ხალხი. წარმოუდგენელია, აქ მარტო არასდროს იგძნობ თავს.


მაიკე სტეინჰოფი - ჰანზეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია (Bilateral Exchange)

 

თბილისში ცხოვრება არის გამოცდილება, რომელიც ნამდვილად არ უნდა გამოტოვოთ. ისტორიული ძველი ქალაქიდან ახალ ნაწილამდე და ახალ სავაჭრო ცენტრებამდე, თბილისი ბევრ რამეს გთავაზობთ. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ენის ბარიერი, ყველა ცდილობს დაგეხმაროს. პირველი რაც ქართველების შესახებ შევიტყვე, არის სწორედ ის, რომ ისინი ძალიან სტუმართმოყვარეები არიან და გპატიჟებენ ღვინოსა და ხაჭაპურზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ევროპასთან ახლოსაა, საერთოდ არ ჰგავს ევროპას. დასაწყისში ის სრულიად უცხო და უცნაური იყო, მაგრამ მას მერე, რაც თქვენ დამკვიდრდებით და გაეცნობით ადგილობრივ მოსახლეობას, გაიჩენთ მეგობრებს, აღმოაჩენთ, რომ საქართველო არის შესანიშნავი ქვეყანა, სადაც დროის გასატარებლად უამრავი ადგილი არსებობს.

კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსი მართლაც ლამაზი ადგილია, იგი ახალი გარემონტებულია. თქვენი შესვენება შეგიძლიათ გაატაროთ ბაღში ან კაფეტერიაში. ყველა ცდილობს რომ თქვენი ვიზიტი, რაც შეიძლება კომფორტული გახადოს. მთლიანობაში, კავკასიის უნივერსიტეტში სწავლა მნიშვნელოვანი გამოცდილებაა, რომელიც თქვენს გარშემო ადამიანებთან ერთად, ცხოვრების სხვაგვარი გზის აღმოაჩენაში გეხმარებათ.