საერთაშორისო სტუდენტებმა უნდა გამოაგზავნონ საჭირო დოკუმენტები (იხილეთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალში: როგორ შეიტანოთ განაცხადი.) ელ. ფოსტაზე: Ir@cu.edu.ge
ყველა დოკუმენტის მიღების შემდეგ CU აფასებს სტუდენტის აკადემიურ მოსწრებას და იღებს გადაწყვეტილებას.
გაითვალისწინეთ, რომ სტუდენტებს სჭირდებათ ვიზა, რომ მიიღონ საქართველოში ცხოვრების ნებართვა (ვიზის მიღების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ ბმული). ასევე, სტუდენტს უნდა ჰქონდეს დაზღვევა, რომელიც მოცემულია მათი ქვეყნის სადაზღვევო კომპანიების მიერ. დაზღვევამ უნდა აანაზღაუროს ყველა სამედიცინო მომსახურება და საქართველოში უნდა იყოს მოქმედი.
სასწავლო წელი
კავკასიის უნივერსიტეტის სასწავლო წელი ორი სემესტრისგან შედგება:
შემოდგომის (სექტემბერი-იანვარი) და გაზაფხულის (თებერვალი-ივლისის შუა რიცხვები) სემესტრები.
კრედიტის აღიარება
კავკასიის უნივერსიტეტში სწავლის დროს მოპოვებული კრედიტების გადატანა ხდება სტუდენტის უნივერსიტეტში. როდესაც სემესტრი სრულდება, სტუდენტის ნიშნების ფურცელი ეგზავნება უნივერსიტეტს.
რეგისტრაცია
სტუდენტს/ პროგრამის კოორდინატორს ეგზავნებათ საგნების ცხრილი რეგისტრაციისათვის, სანამ სემესტრი დაიწყება. ისინი არჩევენ სასურველ საგნებს და აგზავნიან კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტთან მოცემულ ვადაში.
სწავლების ენა
საგნები კავკასიის უნივერსიტეტში ისწავლება ინგლისურ ენაზე.
კურსის დატვირთვა
სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ მაქსიმუმ 30 ECTS კრედიტი სემესტრის განმავლობაში. კრედიტების მინიმალური რაოდენობის მოთხოვნა არ არის განსაზღვრული.