ალაბამას უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

17 ივნისი 2024

16 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ ალაბამას უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა.  ვიზიტის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტს სტუმრობდნენ ალაბამას უნივერსიტეტის  ხელოვნებისა და მეცნიერების პროფესორები:  ლიზა პაულოსკი, ტრისია მაკელროი და ედიშერ სავიცკი.

 

ვიზიტი გაცნობითი სახის იყო, რომლის ფარგლებშიც კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა, ქეთევან კარბაიამ დელეგაციას გაუზიარეს ინფორმაცია უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროგრამების, საერთაშორისო პროგრამებისა და მიღწევების შესახებ. აგრეთვე, მხარეები ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერაზეც შეთანხმდნენ, რაც სამომავლოდ CU-ის სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს ისარგებლონ სემესტრული გაცვლითი პროგრამით სხვადასხვა მიმართულებებზე, ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვან სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 

აღსანიშნავია, რომ ალაბამას უნივერსიტეტი  საჯარო კვლევითი უნივერსიტეტია რომელიც, 1969 წლიდან სტუდენტებს სთავაზობს მრავალფეროვან საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო პროგრამებსა და პროფესიულ კურსებს. დღესდღეობით უნივერსიტეტს 12 ძირითადი მიმართულება და 120-ზე მეტი პროგრამა აქვს.