ჩარლსტონის კოლეჯის წარმომადგელების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

17 ივლისი 2019

17 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ, ჩარლსტონის კოლეჯის (College of Charleston, USA ) საერთაშორისო სტიპენდიების ხელმძღვანელს, პროფესორ ბრაიან გენევეის (Bryan Ganaway), საერთაშორისო განათლების ასოცირებულ ხელმძღვანელს, პროფესორ ენდრიუ სობიესუოსა (Andrew Sobiesuo) და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის დეკანს, პროფესორ  ტიმოთი ჯონსონს (Timothy Johnson) უმასპინძლა.

 

ამერიკული უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორთან, ირენა მელუასთან და სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანთან, ეკა აკობიასთან.

 

შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის მიმართულებით. შეთანხმდნენ სტუდენტების გაცვლასა და ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებაზე.

 

გამოხატეს საერთაშორისო პროექტების ერთობლივად განხორციელების სურვილი. ასევე, შედგა შეთანხმება, რომ 2021 წელს, კავკასიის უნივერსიტეტი უმასპინძლებს ჩარლსტონის კოლეჯის სტუდენტებს ორკვირიანი საზაფხულო სკოლის ფარგლებში.