კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანის ვიზიტი კრაკოვის უნივერსიტეტში

4 მაისი 2023

კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი, ასოცირებული პროფესორი იოსებ ბერიკაშვილი, 20-23 აპრილს სამუშაო ვიზიტით პოლონეთში კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტში (Cracow University of Economics) იმყოფებოდა.

 

იოსებ ბერიკაშვილი შეხვდა უნივერსიტეტის ვიცე რექტორს კვლევითი მიმართულებით პაველ ლულას, საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელს აგნეშკა ნავროცკას და პროფესორებს. მხარეებმა ისაუბრეს მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობაზე რომელიც ხორციელდებოდა Erasmus+-ის და NIBES-ის ფარგლებში და სამომავლოდ პარტნიორობის უფრო გაღრმავების პერსპექტივაზე, რადგან უნივერსიტეტებს შორის მიმდინარე თვიდან უკვე არსებობს ორმხრივი ხელშეკრულება. გაგრძელდება გაცვლითი პროექტები სტუდენტებისა და პროფესორებისთვის, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება დოქტორანტურის სტუდენტებზე, რადგან ამ კუთხით უკვე არსებობს წარმატებული გამოცდილება. ასევე დაიგეგმა საერთო პროექტები ცირკულარული და მწვანე ეკონომიკის მიმართულებით.