CU-ის საერთაშორისო კვირეულის პროგრამა 2025

24 მარტი 2025

17-21 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტმა, საერთაშორისო კვირეულის პროგრამას (International Staff Week Program) უმასპინძლა. პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 20-ზე მეტმა აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა ევროპის 15-მდე პარტნიორი უნივერსიტეტიდან.

 

პროგრამის მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს, როგორც უნივერსიტეტის მისიის, ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების, ასევე უნივერსიტეტში არსებული სერვისებისა და დეპარტამენტების საქმიანობის შესახებ.

 

პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ინტერაქციულ სესიებში შემდეგ აქტუალურ თემებზე: 

 

  • ერთობლივი/ორმაგი ხარისხის პროგრამების ინიცირებისა და განხორციელების მეთოდოლოგიები - ირენა მელუა, კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის დარგში
  • საერთაშორისო პროექტების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება - პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორი, აკაკი კაპანაძე და კავკასიის ტექნოლიგიების სკოლის პროფესორი მაქსიმ იავიჩი; 
  • საერთაშორისო აკრედიტაციები - საერთაშორისო აკრედიტაციის სამსახურის ხელმძღვანელი, ირმა გრძელიძე;
  • კვლევა მდგრადი გარემოს შესწავლის შესახებ, ვორქშოპი საუნივერსიტეტო გარემოში ეკოლოგიური ალტერნატივების დანერგვის სტრატეგიაზე - თამარ კარბაია, კავკასიის ბიზნესის სკოლის აფილირებული ასისტენტ პროფესორი;
  • “CU Ambassador” პროგრამის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება- მარიამ ბარამიძე, სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების დეპარტამენტის მენეჯერი.

 

აღსანიშნავია, რომ კვირეულის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის რელევანტურ ფაკულტეტებთან,  პროგრამაში მონაწილე უნივერსიტეტების პროფესორებისათვის ლექციები და მასტერკლასები ჩატარდა, ხოლო ადმინისტრაციული პერსონალისთვის შეხვედრები დაიგეგმა შესაბამის სკოლებთან და დეპარტამენტებთან. უცხოელ ლექტორებს უმასპინძლეს კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვისა და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლებმა, ხოლო ადმინისტრაციულ პერსონალს როგორც მედიცინის, ტექნოლოგიებისა და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლებმა, ასევე მონიტორინგისა და მეწარმეობისა და ინოვაციების დეპარტამენტებმა.

 

ამას გარდა, კავკასიის უნივერსიტეტმა, აღნიშნული კვირეულის ფარგლებში პარტნიორი უნივერსიტეტების მონაწილეობით, საგანმანათლებლო გამოფენას უმასპინძლა. უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ქართველი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის წარედგინათ როგორც საკუთარი უმაღლესი სასწავლებლები და პროგრამები ასევე ქვეყნები და მათი კულტურა.

 

საერთაშორისო კვირეულის პროგრამის დასასრულს, მონაწილე პროფესორებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.