10 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტმა აღმოსავლეთ ილინოისის უნივერსიტეტის, ამერიკის შეერთებული შტატები, წარმომადგენელს უმასპინძლა.
ვიზიტი გაცნობითი სახის იყო, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმარს გააცნეს ინფორმაცია უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროგრამების, საერთაშორისო პროგრამებისა და მიღწევების შესახებ. აგრეთვე, მხარეებმა ისაუბრეს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერაზეც, რაც სამომავლოდ CU-ის სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს ისარგებლონ სემესტრული გაცვლითი პროგრამით სხვადასხვა მიმართულებებზე, ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვან სახელმწიფო უნივერსიტეტში.
აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ ილინოისის უნივერსიტეტი საჯარო უნივერსიტეტია რომელიც, 1985 წლიდან სტუდენტებს სთავაზობს მრავალფეროვან საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს, დღესდღეობით უნივერსიტეტს 200-ზე მეტი პროგრამა აქვს.