ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) გენერალური ასამბლეა

25 აპრილი 2023

20-21 აპრილს, ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის გენერალური ასამბლეა და ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა, ღონისძიებას გდანსკის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა (პოლონეთი).

 

კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან ღონისძიებას ესწრებოდნენ ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუა, სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო აკრედიტაციის დეპარტამენტის დირექტორი, ირმა გრძელიძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, ქეთევან კარბაია.

 

კონფერენციის ფარგლებში პანელური დისკუსია გაიმართა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორებიცაა, ციფრული ტრანსფორმაცია, საერთაშორისო რეიტინგები, თანამშრომლობის შესაძლებლობები და სხვა.

 

აღსანიშნავია, რომ გენერალურმა ასამბლეამ სესიაზე მხარი დაუჭირა ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის ახალ პრეზიდენტად Josep M. Garrell Guiu-ის არჩევას, აგრეთვე  განახლდა მმართველი საბჭოს შემადგენლობა.

 

ევროპული უნივერსიტეტების ასოციაცია ყველაზე მასშტაბური საუნივერსიტეტო  გაერთიანებაა, რომელიც 800-ზე მეტ უნივერსიტეტსა და 48 ევროპული ქვეყნის წარმომადგენლისგან შემდგარ რექტორთა ეროვნულ კონფერენციას აერთიანებს. ორგანიზაცია უზრუნველყოფს ევროპის უმაღლესი განათლების პოლიტიკისა და პრაქტიკის შესწავლას ხარისხის უზრუნველყოფის, ინტერნაციონალიზაციის, მმართველობისა და დაფინანსების კუთხით, ასევე ახორციელებს ტრანსნაციონალური და ინსტიტუციური განვითარების პროექტებს.