ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება კავკასიის უნივერსიტეტსა და IE უნივერსიტეტს შორის, ესპანეთი

17 დეკემბერი 2022

კავკასიის უნივერსიტეტსა და IE უნივერსიტეტს, ესპანეთი, (IE University, Spain) შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას მოეწერა ხელი. 

 

თანამშრომლობის ფარგლებში, გაცვლითი ხელშეკრულება გაფორმდა IE უნივერსიტეტსა და კავკასიის ბიზნესის, ეკონომიკის, სახელმწიფო მართვის, ტურიზმის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლებთან, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, ერთი სემესტრი გაატარონ პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლის მიზნით.

 

IE უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი კერძო უნივერსიტეტია ესპანეთში, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს საერთაშორისოდ აღიარებულ პროგრამებს. აღსანიშნავია, რომ IE უნივერსიტეტი “ევროპულ სოციალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტების” (CIVICA)  ასოციაციის წევრი გახდა, რომელიც აერთიანებს 10 წამყვან უმაღლეს სასწავლებელს. ასოციაციის წევრი უნივერსიტეტები იზიარებენ ერთიან ღირებულებებს, საერთაშორისო ხედვასა და აკადემიურ გამოცდილებას, ამასთანავე მუშაობენ ინოვაციურ იდეებზე. 

 

აგრეთვე, IE ბიზნესის სკოლა წლებია მოწინავე ადგილს იკავებს  Financial Times-ისა და the Economist-ის რეიტინგებში, ასევე ფლობს სამმაგ აკრედიტაციას და სტუდენტებს სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებულ უმაღლესი ხარისხის განათლებას.