საინფორმაციო შეხვედრა გაცვლითი და ორმაგი ხარისხის პროგრამების შესახებ

25 თებერვალი 2021

24 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტმა, საერთაშორისო ხარისხის მაძიებელი სტუდენტებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. 

 

შეხვედრის მსვლელობისას სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული გაცვლითი და ორმაგი ხარისხის პროგრამების შესახებ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ ძირითადი კრიტერიუმებისა და მოთხოვნების შესახებ, რაც დაწესებულია პროგრამებში მონაწილეობისათვის.

 

შეხვედრა დასრულდა კითხვა-პასუხის სესიით, რომელშიც სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართულნი.