საერთაშორისო კვირეული კავკასიის უნივერსიტეტში

24 მაისი 2023

კავკასიის უნივერსიტეტში, პარტნიორი უნივერსიტეტების მონაწილეობით, საერთაშორისო კვირეული მიმდინარეობს.

 

24 მაისის შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებს საშუალება მიეცათ თავად წარედგინათ საკუთარი ქვეყნები და უნივერსიტეტები, ასევე გაეზიარებინათ ცოდნა და გამოცდილება დამსწრეებისათვის.

 

აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან სესიები ჩატარდა სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტისა და საერთაშორისო აკრედიტაციის ოფისის ხელმძღვანელის - ირმა გრძელიძის მიერ. კვირეულის მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების პროცესებისა და უნივერსიტეტის მესამე მისიის შესახებ.

 

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, დამსწრე აუდიტორიას საშუალება ჰქონდა, რომ მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.