შეხვედრა რუზომბეროკის კათოლიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელთან

17 ივლისი 2018

 

17 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტს რუზომბეროკის კათოლიკური უნივერსიტეტის, სლოვაკეთი, განათლების ფაკულტეტის საგარეო ურთიერთობებისა და პიარის დეპარტამენტის წამომადგენელი, დოქტორი პიტერ ნემეცი ესტუმრა. სტუმარს სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის და კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.

 

მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს ტექნოლოგიებისა და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში არსებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე. ასევე, განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები, ერაზმუს პლუსისა და საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების კუთხით.