კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალის ვიზიტი ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში

5 ივლისი 2019

1-5 ივლისს, ლილის კათოლიკურმა უნივერსიტეტმა, საფრანგეთი (Lille Catholic University, France) ერაზმუს +ის ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში  კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლებს: თინათინ გიორგაძეს (კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა), ელენე გოგელიძეს (კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა), ანა ჩუბინიძეს (კავკასიის სადოქტორო სკოლა), თამარ გოგალაძეს (კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი), ანზორ ქევხიშვილს (კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამული უზრუნველყოფისა და განვითარების სამსახური), მარიამ დალაქიშვილს (კავკასიის უნივერსიტეტის საორგანიზაციო დეპარტამენტი) უმასპინძლა.

 

ადმინისტრაციული პერსონალის ვიზიტის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ინფორმაცია მიიღეს ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის მდგარდი განვითარებისა და ინოვაციური პროექტების შესახებ.  ასევე, მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ საზაფხულო სკოლის ფარგლებში დაგეგმილ  ინტერკულტურულ აქტივობებში.

 

 აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისთვის დაიგეგმა ინდივიდუალური შეხვედრები მათივე საქმიანობის გათვალისწინებით. შეხვედრების ფარგლებში თანამშრომლებმა მიიღეს ინფორმაცია ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის პროგრამებისა და დეპარტამენტების ფუნქციონირების შესახებ, დაიგემა  სამომავალო თანამშრომლობის გაღრმავება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კავკასიის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის გაძლიერებას.