კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების შეხვედრა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის კოორდინატორთან

16 დეკემბერი 2019

16 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა საერთაშორისო განათლების ცენტრის მენეჯერმა და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის კოორდინატორმა ნათია ნანავამ გამართა.



შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ სამაგისტრო პროგრამების, შინაარსობრივ და ტექნიკური საკითხებს, რომლებიც მნიშვნელოვანია განაცხადის შეტანის დროს.



ნათია ნანავამ ყურადღება გაამახვილა დაფინანსების მოპოვების წყაროებზე, ასევე კრიტერიუმებზე, რომელთაც ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი ითვალისწინებს სტუდენტთა შერჩევის დროს.



შეხვედრას კავკასიის უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ესწრებოდნენ.