კორეელი პროფესორების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

25 თებერვალი 2020
25 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტმა, ჰანიანგის უნივერსიტეტის (Hanyang University) პროფესორ  კიმ ჯონგ კისა და (Kim, Jeong Ki) ჰანსეოს უნივერსიტეტის (Hanseo University) პროფესორ დონგ ჯო სიუს (Dong Joo, Suh) უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანთან, ეკა აკობიასთან გაიმართა. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის დეტალები განიხილეს. სახელმწიფო მართვის სკოლაში არსებული პროგრამების შესახებ ისაუბრეს  და  სამომავლო თანამშრომლობის სტრატეგია დასახეს.

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლის შესაძლებლობებზე.