30 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტმა, კაუნასის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (Kauno Kolegija University of Applied Sciences) და ვილნიუსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (Vilniaus Kolejiga University of Applied Sciences) წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „ისწავლე ლიეტუვაში“ (Study in Lithuania) სააგენტოს წარმომადგენლებიც.
კავკასიის უნივერსიტეტის მხირდან, სტუმრებს უმასპინძლეს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა, დავით ნატროშვილმა და ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიურმა ხელმძღვანელმა, აფილირებულმა პროფესორმა, ქალბატონმა მარიამ მანჯგალაძემ.
შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს ლიეტუვის უნივერსიტეტებთან არსებული თანამშრომობა, მიმოიხილეს განხორციელებული საერთო პროექტები, ასევე მიიღეს დეტალური ინფორმაცია როგორც კავკასიის უნივერსიტეტის მისიის, ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების, ასევე უნივერსიტეტში არსებული სერვისებისა და საქმიანობის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ Erasmus+ კრედიტ მობილობის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტს მოპოვებული აქვს დაფინანსება ვილნიუსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტსა და კაუნასის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტებთან. აღნიშნული თანამშრომლობა მიზნად ისახავს მომდევნო ორი წლის განმავლობაში სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობას პარტნიორ უნივერსიტეტებში.