ლინშოპინგის უნივერსიტეტის წარმომადგენლის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

10 მარტი 2023

10 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, ლინშოპინგის უნივერსიტეტის, შვედეთი (Linköping University, Sweden) წარმომადგენელს კარლ-ჯონ სომმარს (Carl-Johan Sommar) უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან მონაწილეობდნენ ირენა მელუა, ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ეკა აკობია, სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი და ქეთევან კარბაია, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი. 


შეხვედრის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ შვედეთის ინსტიტუტის მოკლევადიან საზაფხულო პროგრამაზე, რომელზეც კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ განაცხადის გაკეთება.

 

მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სტუდენტებისა და აკადემიური გაცვლის შესაძლებლობები. 

 

აღსანიშნავია, რომ ლინშოპინგის უნივერსიტეტი, 1970-იან წლებში დაარსდა და ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი უნივერსიტეტია შვედეთში, რომელიც მოწინავე ადგილს იკავებს საერთაშორისო რეიტინგებში.