23 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლების საერთაშორისო ქსელის, NIBES-ის მიერ ორგანიზებულ ონლაინ სესიაში სახელწოდებით ,,მდგრადი კვლევა ბიზნესსა და ეკონომიკაში''.
ონლაინ სესიაზე მოხსენებით წარდგა კავკასიის ბიზნესის სკოლის პროფესორი ერეკლე პირველი თემით: ,,Corporate Sustainability Reporting Directive: Content Analysis of the Proposal Feedback'' და ეკონომიკის სკოლის პროფესორი მარიამ ხარაიშვილი თემით:,, Sustainable Finance and Sustainable Development in Georgia: A country case study''.
ონლაინ სესია კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტისა და ბილკენტის უნივერსიტეტის ინიცირებით დაიგეგმა და მისი მიზანი NIBES-ის წევრ უნივერსიტეტებს შორის გამოცდილების გაზიარება და კვლევითი თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განხილვა გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტი 2007 წლიდან ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლების საერთაშორისო ქსელის წევრია. ორგანიზაცია კი თავის მხრივ ხელს უწყობს წევრ უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას და ერთობლივი ინოვაციური, კვლევითი პროექტების განხორციელებას.