ონლაინ საორიენტაციო შეხვედრა უცხოელ სტუდენტებთან

14 სექტემბერი 2021

12 სექტემბერს, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტმა, საერთაშორისო ხარისხის მაძიებელ სტუდენტებთან ონლაინ საორიენტაციო შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრის მსვლელობისას, სტუდენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია სასწავლო პროცესის, არსებული რეგულაციებისა და უნივერსიტეტში ინტეგრაციის შესაძლებლობების  შესახებ.

 

 2021 წლის შემოდგომის სემესტრში, კავკასიის უნივერსიტეტის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე ნიგერიის, ანგოლის, ირანის, ნიდერლანდების სამეფოს, ჩინეთისა და ინდოეთის მოქალაქეები დაიწყებენ სწავლას.