ონლაინ კურსები კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტებისთვის

23 მარტი 2021

 

 

                                                   

ეკლიას ბიზნესის სკოლა, საფრანგეთი, (EKLYA School of Business, France) ჰიბრიას ბიზნესისა და ტექნოლიგიების ინსტიტუტთან ერთად (HYBRIA Institute of Technology and Bisness, France), კავკასიის ბიზნესის სკოლის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს სთავაზობს ონლაინ კურსებს:

 

  1. Doing Business in France and on French Speaking Markets;
  2. An Introduction to France and Germany, key countries in Europe’s past and present

 

დაინტერესებულ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ შეარჩიონ სასურველი კურსები და შესაბამისი თარიღები (Timeslot I ან Timeslot 2-დან).  აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელია რომ სტუდენტის ინგლისური ენის ცოდნა შეესაბამებოდეს მინიმუმ B2 დონეს. კურსის წარმატებით დასრულების შემდგომ, სტუდენტი მიიღებს სერტიფიკატს. გთხოვთ, გაითვალსიწინეთ რომ პროგრამა არ მოიაზრებს ECTS კრედიტების აღიარებას. 

 

პროგრამაში მონაწილეობა არის უფასო, თუმცა თითოეულ კურსზე სტუდენტთა რაოდენობა შეზღუდულია. დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ წინასწარი რეგისტრაციის ფორმა მოცემულ ბმულზე.  

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილეთ თანდართული დოკუმენტი ან მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტს, B25.