ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება კავკასიის უნივერსიტეტსა და გენუის უნივერსიტეტს შორის

28 აპრილი 2026

კავკასიის უნივერსიტეტსა და გენუის უნივერსიტეტს, იტალია, შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

 

გენუის უნივერსიტეტი 1481 წელს დაარსდა და დღეს იტალიის ერთ-ერთ ყველაზე ძველ და დიდ სახელმწიფო კვლევით უნივერსიტეტს წარმოადგენს ლიგურიას რეგიონში.

 

გენუის უნივერსიტეტი დაყოფილია რამდენიმე დამოუკიდებელ კამპუსად, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა ნაწილში მდებარეობს, და ასევე აქვს რეგიონული კამპუსები (Savona, Imperia, Santa Margherita Ligure, Ventimiglia და La Spezia), უნივერსიტეტში ფუნქციონირებს 5 ფაკულტეტი და 22 დეპარტამენტი. გენუის უნივერსიტეტი Times Higher Education World University Rankings-ის მსოფლიოს უნივერსიტეტების ჩამონათვალში, ტოპ 500-ში შეუცვლელ 401-ე ადგილს იკავებს, იტალიის მასშტაბით კი მერვე ადგილზეა. 

 

აღნიშნული ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება ხელს შეუწყობს ინსტიტუციურ თანამშრომლობას, სხვადასხვა მოკლევადიანი და კვლევითი პროექტების განხორციელებას.