კავკასიის უნივერსიტეტსა და ტომას ბატას უნივერსიტეტი ზლინში, ჩეხეთის რესპუბლიკა, შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
უნივერსიტეტის დაარსების ისტორია 1960 წლიდან იღებს სათავეს, დღეისათვის კი უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში ინარჩუნებს მყარ რეპუტაციას მაღალი ხარისხის კვლევითი საქმიანობით, სოციალური პასუხისმგებლობითა და საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობით. უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მეწარმეობა, განსაკუთრებული აქცენტი ეთმობა მეწარმეობაზე ორიენტირებულ სასწავლო კურსებს და სტუდენტებისთვის დახმარების გაწევას ბიზნეს გეგმის შექმნასა და განვითარების პროცესში.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს ისარგებლონ სემესტრული გაცვლითი პროგრამებით და სხვადასხავა ტიპის მოკლევადიანი პროგრამებით პარტნიორ უნივერსიტეტში.