ტერამოს უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

5 ივნისი 2023

29 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, ტერამოს უნივერსიტეტის, იტალია (University of Teramo, Italy) სამართალმცოდნეობის პროფესორს - ომარ მაკიმოვ პალოტას (Omar Makimov Palotta) Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში, მოწვეული პროფესორისთვის  სალექციო საათები დაიგეგმა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებთან შემდეგ თემაზე - „საქართველოს კონსტიტუციური სამართალი“ - აღნიშნულ კურსს, კავკასიის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორები, გიორგი ჯიბღაშვილი და ეკა კაველიძე ხელმძღვანელობენ. ასევე, პროფესორმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე- „კონსტიტუცია, როგორც კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის ინსტრუმენტი“, რომელიც ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.

 

აღსანიშნავია, რომ Erasmus+ კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში, ტერამოს უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტის ახალი მნიშვნელოვანი პარტნიორია იტალიაში. უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს აკადემიური პერსონალის მობილობას კვლევისა და სწავლების კომპონენტის ფარგლებში.