საინფორმაციო შეხვედრები ორმაგი ხარისხის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამების შესახებ

24 დეკემბერი 2021

გაცნობებთ, 27-28 დეკემბერს 16:00, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება 2022-2023 აკადემიური წლისთვის გამოცხადებული ორმაგი ხარისხის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამების შესახებ.


შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ინფორმაცია პროცედურებსა და  შესარჩევ კრიტერიუმებთან დაკავშირებით. 


საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ ელექტრონული განაცხადი, რეგისტრირებული სტუდენტები მიიღებენ შეხვედრის ბმულს ელექტრონული ფოსტით შეხვედრის დაწყებამდე.