საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა და ანჟეს უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

15 ივლისი 2019

15 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტმა საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის ატაშეს, ელეონორ გარნიერსა (Eléonore GARNIER)  და ანჟეს უნივერსიტეტის წარმომადგენელს (University of Angers ESTHUA) უმასპინძლა.

 

სამუშაო შეხვედრა გაიმართა კავკასიის ტურიზმის სკოლის დეკანთან, ნინო კალანდაძესა და  საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დირექტორთან, დიკო კოპალეიშვილთან.

 

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს საგანმანათლებლო პროგრამები, აგრეთვე ისაუბრეს შესაძლო თანამშრომლობის დეტალებზე, კერძოდ,სტუდენტების გაცვლასა და ორმაგი ხარისხის პროგრამის განვითარებაზე, რაც ერთ-ერთ მნიშვნელოვანეს პირორიტეტს წარმოადგენს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიაში.