სასერტიფიკატო პროგრამა - „გააზიარე ცოდნა, გააზიარე გამოცდილება“ - მეხუთე ონლაინ ლექცია

14 ივნისი 2022

 

13 ივნისს, სასერტიფიკატო პროგრამის - „გააზიარე ცოდნა, გააზიარე გამოცდილება“ - ფარგლებში რიგით მეხუთე ონლაინ ლექცია ჩატარდა.

 

ლექცია წაიკითხა რობერტ სლავეცმა, რომელიც არის MY WATER Technologies-ის დამფუძნებელი. ლექციის თემა იყო: რა პრობლემები არის დაკავშირებული პლასტმასთან?“

მსოფლიო ინოვაციებისა და ცვლილებების მენეჯმენტის ინსტიტუტის (WICMI) უახლესი პროგრამა - „გააზიარე ცოდნა, გააზიარე გამოცდილება“ - მიზნად ისახავს 7 ინტერესის სფეროდან (განათლება, საზოგადოება, კომუნიკაციები, მართვა, გარემო, ბიზნესი, და ტექნოლოგიები და მონაცემები) ექსპერტების მოზიდვასა და მათ დაკავშირებას კოლეჯებსა და უნივერსიტეტებთან, რაც კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, დაესწრონ მსოფლიოს მოწინავე ექსპერტების ლექციებს.

 

შემდგომი თვის ლექციის განრიგი:

 

ლექცია VI – 18 ივლისი, 11.00 საათი