მოკლევადიანი საერთაშორისო ზამთრის სკოლა

20 დეკემბერი 2024

კავკასიის უნივერსიტეტმა კიევის ავიაციის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ ჯგუფს, საერთაშორისო ზამთრის სკოლის ფარგლებში უმასპინძლა. აღნიშნული უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორია.

 

საერთაშორისო სკოლის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ ლექციებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: ტექნოლოგიები, სოციალური მეცნიერებები, მეწარმეობა, სამართალი, ეკონომიკა და ბიზნესი.

 

აღსანიშნავია, რომ ლექციებს ატარებდნენ შემდეგი ლექტორები:

 

  • გიორგი ცხადაია (კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა) – „ევროპული იდეოლოგიები და თანამედროვე პოპულიზმი“;
  • ვახტანგ ფარცვანია (კავკასიის ბიზნესის სკოლა) – „ბიზნეს სტრატეგიები მდგრადი განვითარების კონტექსტში“;
  • თამარ ახალბედაშვილი (კავკასიის ტურიზმის სკოლა) – „ტურიზმის ინდუსტრიის განვითარება საქართველოში: ტენდენციები და შესაძლებლობები“;
  • ხათუნა ბურკაძე (კავკასიის სამართლის სკოლა) – „ევროკავშირის გაფართოება“;
  • ლიანა ბარაბაძე (კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა) – „ფსიქოლოგიის ისტორია“.

 

პროგრამის მონაწილეები გაეცნენ კავკასიის უნივერსიტეტში მოქმედ სტუდენტურ კლუბებსა და გაერთიანებებს, მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა აქტივობაში და მიიღეს ინფორმაცია უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესისა და მიმდინარე პროექტების შესახებ.

 

უკრაინელი სტუდენტებისთვის შემუშავებული პროგრამა, საგანმანათლებლო კომპონენტთან ერთად, მოიცავდა კულტურულ აქტივობებსაც. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ საქართველოს ისტორიას და მოენახულებინათ ქვეყნის მნიშვნელოვანი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ტურს ხელმძღვანელობდა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი თემურ ხუციშვილი.

 

კავკასიის უნივერსიტეტი აქტიურად ახორციელებს მოკლევადიან პროგრამებს საერთაშორისო პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის, რაც ხელს უწყობს ინტერნაციონალიზაციის პროცესის გაღრმავებას და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.

 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა შემუშავდა და განხორციელდა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის აპარატისა და სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის მიერ, უნივერსიტეტის სრული ფინანსური მხარდაჭერით.