ტროის უნივერსიტეტის წარმომადგენლის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

14 მარტი 2023

14 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, ტროის უნივერსიტეტის, აშშ (Troy University, USA) წარმომადგენელს ლენს ნოეს (Lance Noe) უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან მონაწილეობდნენ ირენა მელუა, ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ეკა აკობია, სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი, ელენე ჯღარკავა, ბიზნესის სკოლის დეკანი და ქეთევან კარბაია, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი. 


შეხვედრის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ ტროის უნივერსიტეტში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე, შეხვედრაზე აგრეთვე განიხილეს შემდგომი თანამშრომლობის დეტალები,სტუდენტებისა და აკადემიური გაცვლის, აგრეთვე მოკლევადიანი ერთობლივი პროგრამების განხორციელების მიმართულებით.

 

ტროის უნივერსიტეტი, არის სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულება ალაბამაში. იგი დაარსდა 1887 წელს და წარმოადგენს  ტროას უნივერსიტეტის სისტემის ფლაგმან უნივერსიტეტს. იგი აკრედიტებულია კოლეჯებისა და სკოლების  სამხრეთ ასოციაციის მიერ (SACS).  ტროის უნივერსიტეტი გამოირჩევა მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამებითა და უცხოელი სტუდენტების სიმრავლით.