უცხოელი სტუდენტების მიღება კავკასიის უნივერსიტეტში

7 სექტემბერი 2021

 

7 სექტემბერს, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტმა, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში (Erasmus+/ Bilateral Exchange) მონაწილე სტუდენტებს CU კამპუსში უმასპინძლა.

 

საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ყირგიზეთის, თურქეთის, საფრანგეთის, ავსტრიის, ლიეტუვის, გერმანიისა და  ნიდერლანდების პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტები, 2021 შემოდგომის სემესტრს კავკასიის უნივერსიტეტში გაატარებენ. 

 

შეხვედრის მიზანს სტუდენტების CU კამპუსისა და უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის, ასევე უნივერსიტეტში არსებული სერვისების გაცნობა წარმოადგენდა.  სტუდენტები ასევე შეხვდნენ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და სტუდენტური სამსახურის წარმომადგენლებს.