კაუნასის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორის ვირტუალური მობილობა

7 ივნისი 2021

31 მაისი-4 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტმა, Erasmus+ ის აკადემიური პერსონალის ვირტუალური მობილობის ფარგლებში, კაუნასის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (Kauno Kolegija, University of Applied Sciences, Lithuania) პროფესორს უმასპინძლა. 

 

ვირტუალური მობილობის ფარგლებში პროფესორმა, ლიგიტა ჯუდიკაიტე-პასვენსკიენემ (Ligita Judickaite-Pasvenskiene) კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს ჩაუტარა ლექციები თემაზე - აუდიოვიზუალური თარგმნა-სუბტიტრები. 

 

გასათვალისწინებელია, რომ მობილობის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ კაუნასის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტეტის ხელოვნებისა და განათლების ფაკულტეტის დეკანი იოლანტა ბარეიკიენე (Jolanta Bareikiene) და კავკასიის განათლების სკოლის დეკანი ალუდა გოგლიჩიძე. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს საგანმანათლებლო პროგრამები, ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე. 

 

კაუნას გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი საერთაშორისო კრედიტ-მობილობის (International Credit Mobility-ICM) პროგრამის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორია. თანამშრომლობა მიზნად ისახავს უნივერსიტეტებს შორის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის მობილობას.