22 მარტს, 19:00 საათზე კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდება ვორკშოპი თემაზე - კრეატიული აზროვნება და ინოვაციური იდეები.
ღონისძიების სტუმარი იქნება ლექტორი, კრეატორის დღიურისა და მედია პალიტრის კრეატიული პროექტების ავტორი - კოტე იანტბელიძე, რომელიც ისაუბრებს კრეატივის ტექნიკაზე, ასევე განიხილავს სხვადასხვა მეთოდებსა და სავარჯიშოებს ინოვაციური იდეების მოსაფიქრებლად.
ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია.
ვორკშოპი ტარდება მხოლოდ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.