კონკურსი აბიტურიენტებისთვის - ვირტუალური მოგზაურობა დროსა და სივრცეში

22 თებერვალი 2023

22 თებერვალს, 12:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, ტურიზმის სკოლის პროგრამებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის გაიმართება კონკურსი - ვირტუალური მოგზაურობა დროსა და სივრცეში.  

 

მონაწილეები სპეციალურ პროგრამაში ქვიზებს უპასუხებენ, კითხვები იქნება შემდეგი თემატიკის: გეოგრაფია, ისტორია, ლიტერატურა, ტურიზმი. კონკურსი სამ ეტაპად წარიმართება და ყოველი მომდევნო ეტაპი უფრო გართულდება.

 

სავალდებულოა, რომ გუნდის მინიმუმ ერთ-ერთ წევრს ჰქონდეს "სმარტფონი", რომ შეძლოს პროგრამაში მუშაობა.

 

კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცემათ კავკასიის უნივერსიტეტის სასწავლო ვაუჩერები:

 

I ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 3000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი

II ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 1500 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი

III ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 900 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი

 

საპრიზო ადგილზე გასული გუნდის წევრი მიიღებს გუნდისთვის გამოყოფილი ვაუჩერის 1/3-ს. მიღებული ვაუჩერი 4 წელზე გადანაწილდება და კავკასიის უნივერსიტეტში ბაკალავრიატში სწავლის საფასურს დააფინანსებს. ვაუჩერებით სარგებლობა შეუძლიათ კავკასიის უნივერსიტეტში 2023-2024 აკადემიურ წელს ჩარიცხულ სტუდენტებს.

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ XII კლასის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებულ გუნდებს. გუნდი უნდა შედგებოდეს არაუმეტეს 3 მოსწავლისაგან. ერთი სკოლიდან დასაშვებია რამდენიმე გუნდის მონაწილეობა. ასევე დასაშვებია, გუნდის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტება.

 

მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ გაიაროთრეგისტრაცია ბმულზე