ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაში აბიტურიენტებისთვის

31 ივლისი 2020

31 ივლისს, 12:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაში გაიმართება.

 

თამაშში მონაწილეობას აბიტურიენტებისგან შემდგარი რამდენიმე გუნდი მიიღებს. თითოეული გუნდი 5 მონაწილისგან იქნება დაკომპელქტებული.

 

I, II და III ადგილზე გასულ გუნდებს განათლების სკოლის სასწავლო ვაუჩერები გადაეცემათ.

 

I ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 5 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი

II ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 3 500 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი

III ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 2 500 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი

 

თამაში სამი ნაწილისგან შედგება. პირველი ტური მოიცავს აფორიზმების პაზლის ლოტოს, მეორე ტური - სტროფების ილუსტრირებულ ლოტოს, ხოლო მესამე ტური - ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშს რუკის გამოყენებით. მეორე ტურში გამარჯვებული მონაწილეები, ერთმანეთს მესამე ტურში შეხვდებიან, სადაც პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები გამოვლინდებიან.

 

მონაწილეობის მსურველებმა, გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე  30 ივლისამდე.