სეზონური სკოლა "კიბერ უსაფრთხოების და 5G-ის ლიგა"

18 აგვისტო 2022

დაიწყო მონაწილეების შერჩევა სეზონური სკოლის პროექტში “კიბერ უსაფრთხოების და 5G-ის ლიგა”.

 

სეზონური სკოლის ლექტორები იქნებიან როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სპეციალისტები - პროფესორები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ლიეტუვადან, რუმინეთიდან და უკრაინიდან. პროექტი ხორციელდება კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით.

 

სკოლის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან კიბერ უსაფრთხოებას, 5G უსაფრთხოებას, ხელოვნურ ინტელექტს და მის გამოყენებას კიბერ უსაფრთხოებაში, კვანტურ და პოსტ-კვანტურ კრიპტოგრაფიას, ეთიკურ ჰაკინგს, ასევე ელექტრომობილებს, დრონებს და მათ აპლიკაციებს, ნივთების ინტერნეტს 5G-ის კონტექსტში, blockchain ტექნოლოგიას, ISO სტანდარტებს და GDPR შესაბამისობის მოთხოვნებს.

 

მსმენელებად მიიღებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები. აუცილებელი პირობაა ინგლისური ენის ცოდნა.

 

მონაწილეობა სეზონურ სკოლაში არის უფასო.

 

მსურველებს შეუძლიათ შეავსონ შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმა (ინგლისურ ენაზე). გთხოვთ, პროექტში მონაწილეობის მსურველებმა ყურადღება მიაქციოთ სამოტივაციო წერილის ველს, სადაც უნდა ჩაიწეროს მაქსიმუმ 150 სიტყვით ის, თუ რატომ გნებავთ პროექტში ჩართვა და რატომ უნდა იყოთ არჩეული.

 

არჩეულ კანდიდატს დავუკავშირდებით არაუგვიანეს 2 სექტემბრისა.

 

სეზონური სკოლის მეცადინეობები ჩატარდება კავკასიის უნივერსიტეტში 5 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით.

 

სარეგისტრაციო ფორმა.