CU რა? სად? როდის? დიპლომირებული მედიკოსის პროგრამით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის

29 ივლისი 2020

29 ივლისს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში, დიპლომირებული მედიკოსის პროგრამით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის  CU რა? სად? როდის? გაიმართება. კონკურსის შეკითხვები სამედიცინო თემასთან იქნება დაკავშირებული. 

 

ინტელექტუალურ თამაშში აბიტურიენტებისგან შემდგარი რამდენიმე გუნდი მიიღებს მონაწილეობას. თითოეული გუნდი 5 აბიტურიენტისგან იქნება დაკომპლექტებული. 

 

I, II და III ადგილზე გასულ გუნდებს სასწავლო ვაუჩერები გადაეცემათ.

 

I ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 10 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი

II ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 7 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი

III ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 5 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი

 

აუცილებელია თითოეული გუნდი 5 ადამიანისგან შედგებოდეს, შესაბამისად მოგებული სასწავლო ვაუჩერებიც გაიყოფა 5-ზე. გამომდინარე აქედან, I ადგილზე გასული გუნდის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა 2 000 ლარი, II ადგილზე გასვლის შემთხვევაში 1 400 ლარი, ხოლო III ადგილის შემთხვევაში 1 000 ლარი.

 

გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ონლაინ.