22 ნოემბერს, 18:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებითა და თიბისი სტარტაპერის მხარდაჭერით გაიმართება სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn -ის დასკვნითი ღონისძიება - დემო დღე (მეოთხე ნაკადი/Batch 4).
სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა მიზნად ისახავს ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარების ხელშეწყობას უნივერსიტეტში. პროგრამის მონაწილე სტარტაპ გუნდებმა გაიარეს ათ კვირიანი ინტენსიური ტრენინგ-სესიები, სადაც შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ სტარტაპის შექმნის ყველა ძირითად პრინციპს.
პროგრამის მენტორებთან ერთად, მეოთხე ნაკადის სესიებს უძღვებოდნენ საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის (Axel) საინვესტიციო საბჭოს წევრები და ანგელოზი ინვესტორები.
დემო დღე არის პრე-აქსელერაციის პროგრამის დასკვინითი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც პროგრამის მონაწილე სტარტაპები წარადგენენ საკუთარი იდეების პრეზენტაციებს ინდუსტრიის ექსპერტების, ინვესტორების, პოტენციური პარტნიორების და სტუმრების წინაშე.
დემო დღეზე წარმოდგენილნი იქნებიან შემდეგი სტარტაპები:
Rez - პლატფორმა, რომელიც ეხმარება რესტორნებს რეზერვაციების მართვაში და ანალიტიკური მონაცემების მიღებაში, რაც ზრდის ეფექტურობას და მომხმარებელთა კმაყოფილებას;
Heri - პლატფორმა ყველა კატეგორიის მძღოლისათვის, რომელიც ამარტივებს ბილეთების დაჯავშნის პროცესსს და აკავშირებს მძღოლებს ქალაქგარეთ მიმავალ მგზავრებთან;
PitchPals - პლატფორმა ეხმარება სპორტის მოყვარულებს მოიძიონ ტურნირები/მოთამაშეები და მონაწილეობა მიიღონ შერჩეულ მატჩებში, მათთვის სასურველ მოედანზე;
Beezy - ჰორეკა სექტორისთვის ციფრული მენიუს, თიფის, გადახდის, ლოიალობის პროგრამებისა და ჯავშნების სერვისი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით აუმჯობესებს საოპერაციო პროცესს და მომხმარებლის გამოცდილებას;
IMAGINE - XR ტექნოლოგიის ინტეგრირებით, პლატფორმა მომხმარებელს რეალურ დროში ვიზუალიზაციის და ინტერაქციის საშუალებას აძლევს, რომელიც სრულიად გარდაქმნის ინტერიერის დიზაინის პროცესს;
CulTourist - პლატფორმა ტურისტებს საშუალებას აძლევს დაჯავშნონ სრულყოფილი, ადგილობრივი გიდების მიერ ორგანიზებული ტურები, რომელიც მოსახლეობას და სტუდენტებს სთავაზობს დასაქმების მოქნილ შესაძლებლობას;
IDM - პლატფორმა ზრდის მერჩენდაიზინგის ეფექტურობას დასაქმებულების ოპტიმიზირებული მენეჯმენტის, მონაცემთა ზუსტი დამუშავების, მოწინავე ანალიტიკისა და მდებარეობაზე დაფუძნებული სურათების მეშვეობით.
ჟიურის წევრები:
- კახა შენგელია - კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი;
- ბობ სმიტი - ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის კვლევის, ინოვაციების და მეწარმეობის მიმართულების ვიცე პრეზიდენტი;
- ილია ხურცილავა - ანტრეპრენერი, ოტო მოტორსის აღმასრულებელი დირექტორი;
- გიორგი ჩუგოშვილი - Phubber App - ის თანადამფუძნებელი.
ღონისძიებას მხარს უჭერენ: თიბისი სტარტაპერი, FC Team, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ოფისი, აქსელი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ეფესი, სანდორა, კოკა-კოლა US Market Access Center-ი.
ღონისძიების დღის წესრიგი (სამუშაო ენა - ინგლისური):
- რეგისტრაცია & ნეთვორქინგი - 17:30 სთ;
- გახსნა - 18:00 სთ;
- Pitching - 18:30 სთ – 20:00 სთ;
- დაჯილდოების ცერემონია - 20:00 სთ -20:15სთ;
- ნეთვორქინგი - 20:15 სთ – 20:45 სთ.
ღონისძიებას გაუძღვება ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი სვანიძე.
ღონისძიება გაიმართება კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში.
დასწრების მსურველებმა, გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ შემდეგ ბმულზე.