ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის ონლაინ პრეზენტაცია

22 იანვარი 2025

11 თებერვალს, 18:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართება.

 

ლოგისტიკა წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ დარგს, რომელიც როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს მასშტაბით განიცდის გამოცდილი კადრების ღრმა დეფიციტს. დღეს, ლოგისტის პროფესია არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსოფლიოში. ლოგისტიკის მენეჯერის პოზიცია კომპანიაში წარმოადგენს ერთ-ერთ ქვაკუთხედს, რომელიც გეგმავს და მართავს მთლიან მიწოდების ჯაჭვს, დაწყებული ნედლეულის შეძენით, წარმოებით და დამთავრებული პროდუქტის მიწოდებით საბოლოო მომხმარებლამდე.

 

კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ს ერთობლივი პროგრამა კი გაძლევთ უნიკალურ შანსს მიიღოთ ლოგისტის მართვის და ტექნოლოგიების უმაღლესი დონის განათლება და შეიქმნათ საერთაშორისო ლოგისტის კარიერა.

 

ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის პროგრამა არის TH Wildau-ს და კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის ერთობლივი პროგრამა, რომელიც ერთადერთია რეგიონში და რომელიც გასცემს ერთობლივ ხარისხს.

 

თუ ხართ დაინტერესებული ბიზნესის ან ლოგისტიკის სფეროთი და გსურთ მომავალში თქვენი საქმიანობა სწორედ ლოგისტიკის მენეჯმენტის მიმართულებას უკავშირდებოდეს, დაესწარით პრეზენტაციას, მოისმინეთ დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ და მიიღეთ პასუხები თქვენთვის საინტერესო საკითხებზე.

 

დაინტერესებულმა პირებმა, რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული.