ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული

3 დეკემბერი 2022

3 დეკემბერს, 13:00 საათზე, ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის  ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის სასამართლო დარბაზში დაგეგმილია  საჯარო ლექცია თემაზე: COVID-19 პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს ძირითადი უფლებების შემზღუდველი აქტების კანონიერება.

 

ლექციას წარუძღვება ნიკა სიმონიშვილი – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე.

 

საჯარო ლექციის ფარგლებში, განხილული იქნება მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის დროს დადგენილი შეზღუდვების კანონიერება და შესაბამისად ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვის ლეგიტიმაცია.

 

ლექციაზე ასევე განხილული იქნება საია-ის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებული ნორმა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული სკოპინგის დასკვნისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისთვის დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებების განხორციელებას ითვალისწინებს საჯარო განხილვის ჩატარების გარეშე, რაც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობას ზღუდავს.

 

დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია გაიარეთ მოცემულ ბმულზე