გაცნობებთ, რომ 2 დეკემბერს, 12:00 საათზე, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიების შესახებ. შეხვედრა ჩატარდება კავკასიის უნივერსიტეტის ორგანიზებით და მას გაუძღვება კამპუს ფრანსის ხელმძღვანელი ნათია მსხალაძე.
შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ კამპუს ფრანსის საქმიანობას და მიიღონ ინფორმაცია საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიებისა და საფრანგეთში სწავლების შესახებ. ასევე, სტუდენტები შეძლებენ დაუსვან შეკითხვები კამპუს ფრანსის წარმომადგენელს და მიიღონ რეკომენდაციები საფრანგეთის წინა-სავიზო პროცედურების შესახებ.
შეხვედრა გაიმართება ქართულ ენაზე უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში (C სართული).
ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე 1 დეკემბრის ჩათვლით.