15 თებერვალს, 10:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის სასამართლო დარბაზში, კავკასიის უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრის ორგანიზებით მე-12 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გაიმართება სახალისო ვიქტორინა ბავშვთა უფლებების შესახებ. ვიქტორინა მოიაზრებს მოკლე კითხვებს, რომლებიც წარმოდგენილი იქნება ელექტრონული და მატერიალური ფორმით სასამართლო სხდომის დარბაზში.
ვიქტორინას უხელმძღვანელებს კავკასიის უნივერსიტეტის ბავშვის უფლებების ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი - მოსამართლე ლევან დარბაიძე, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის დოქტორი.
აქტივობის მიზანია ბავშვთა უფლებათა პოპულარიზაცია და აღნიშნულ საკითხზე ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში. მოსწავლეები შეძლებენ სახალისო და ინტერაქციული გზებით გაიღრმავონ ცოდნა ბავშვთა უფლებების შესახებ, მოხდება მათი მოტივაციის გაზრდა აღნიშნული საკითხის უფრო საფუძვლიანად შესწავლისთვის, რაც ავტომატურად ხელს შეუწყობს ახალ თაობაში ბავშვის უფლებების საკითხის პოპულარიზაციას.
განსახილველი საკითხებია:
- ბავშვის ადგილის გააზრება სამართლებრივ სივრცეში;
- ბავშვის ძირითადი უფლებები;
- ბავშვის უფლებათა კონვენციით დადგენილი ძირითადი ღირებულებები;
- კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვები;
- გარდატეხის ასაკი და მისი გავლენა დანაშაულის გავრცელებაზე ბავშვებში;
- კანონიერება და სამართლიანობა ბავშვების თვალით.
- სასამართლო ბავშვების თვალით.
მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია არაუგვიანეს 5 თებერვლისა შემდეგ ბმულზე.