8 ივლისს, 11:00 საათზე, აუდიტორია C9-ში, გაიმართება ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, ფრედ კასირიე კატონგოლეს სადისერტაციო ნაშრომის - "Industry and University relations: An analysis of the interests, perceptions, and approaches of Companies in Georgia" (სამეცნიერო ხელმძღვანელი- ეკატერინე ნაცვლიშვილი პროფესორი) საჯარო დაცვა.
სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართება სადისერტაციო კოლეგიის წინაშე, შემდეგი შემადგენლობით:
- ელენე ჯღარკავა, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლის დეკანი, კავკასიის უნივერსიტეტი;
- ეკატერინე ნაცვლიშვილი, აფილირებული, ასოცირებული პროფესორი, ევროპის უნივერსიტეტი;
- ბორის (ბუბა) ლეჟავა, პროფესორი, ვიცე-პრეზიდენტი კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დარგში, კავკასიის უნივერსიტეტი;
- თენგიზ თაქთაქიშვილი, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
- ნათია ზედგინიძე, ასოცირებული პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტი.