საჯარო ლექცია - „მესხეთის კულტურული მემკვიდრეობა და მისი კვლევა თანამედროვეობაში“

29 მარტი 2024

29 მარტს, 14:00 საათზე კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ჩატარდება ტურიზმის სკოლის პროფესორის ლევან წიქარიშვილის საჯარო ლექცია თემაზე: „მესხეთის კულტურული მემკვიდრეობა და მისი კვლევა თანამედროვეობაში“.

 

ლექციაზე მიმოხილული იქნება ისტორიული მესხეთის მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობა და მათი ადგილი ტურიზმში. ასევე, წარმოდგენილი იქნება რეგიონში მიმდინარე უახლესი კვლევის შედეგები, რომელიც ზრდის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს.

 

მესხეთის რეგიონის შესწავლას ახორციელებს „საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრის“ საკვლევი ჯგუფი, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ექსპედიციების წევრია ლევან წიქარიშვილი. აღსანიშნავია, რომ საკვლევი ჯგუფი, წლების განმავლობაში მუშაობდა ისტორიული მესხეთის თურქეთში მდებარე ნაწილზე, რომელიც პირობითად ტაო-კლარჯეთად მოიხსენიება.  მიმდინარე კვლევა მნიშვნელოვანია რეგიონთან დაკავშირებული არაერთი ისტორიოგრაფიული საკითხის გადაჭრისათვის. ამავდროულად, კომპლექსური კვლევის შედეგები, იძლევა საშუალებას, გამოიკვეთოს რეგიონის ახალი დანიშნულების ადგილები და დამუშავდეს ახალი მარშრუტები, რომელიც საინტერესოა ტურისტული თვალსაზრისით.

 

მესხეთის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის პროექტი ხორციელდება რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით და 2026 წლისათვის ითვალისწინებს, მესხეთის (საქართველოს ნაწილის) ორენოვანი კატალოგის შექმნას.

 

საჯარო ლექციაზე წარმოჩენილი იქნება ექსპედიციების მეთოდოლოგია, კვლევის თავისებურებები და გამოვლენილი სიახლეები.

 

გთხოვთ, ლექციაზე დასწრების მსურველები რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.