ვორკშოპი - „მეწარმეობა: ანტრეპრენერული აზროვნება და უნარები“ (ოზურგეთი)

30 მარტი 2024

კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი იწყებს საქართველოს ტექნოპარკებში ვორკშოპების სერიას, რომელიც მიზნად ისახავს სამეწარმეო აზროვნებისა და უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას სკოლის მოსწავლეებში.

 

30 მარტს, 13:00 საათზე, ოზურგეთის ტექნოპარკში, გაიმართება ვორკშოპი მოსწავლეებისთვის სახელწოდებით, „მეწარმეობა: ანტრეპრენერული აზროვნება და უნარები“, რომელიც მონაწილეებს საშუალებას მისცემს გაეცნონ სამეწარმეო თემატიკასთან დაკავშირებულ ძირითად ასპექტებს, და, ამავდროულად, განიმტკიცონ თეორიული ცოდნა პრაქტიკულ დავალებებში აქტიური მონაწილეობით.

 

შეხვედრის ძირითადი ნაწილი დაეთმობა ზოგად მასტერკლასს, მენტორინგის სესიას, სადაც მონაწილეები მიიღებენ თეორიულ ცოდნას შემდეგ თემატიკებზე: რა არის მეწარმეობა, ვინ არის მეწარმე; სამეწარმეო აზროვნება და ანტრეპრენერის თვისებები; კრეატიულობის და ინოვაციის როლი მეწარმეობაში; რა არის სტარტაპი და რა ძირითადი განსხვავებაა სტარტაპსა და ტრადიციულ ბიზნესს შორის; რატომ იქმნება სტარტაპი, პრობლემა-გადაწყვეტა (Problem-solution Fit) და მათი ვალიდაცია; ბიზნეს მოდელ ქანვასი, სტარტაპ გუნდი და ეფექტური Pitch Deck.

 

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.