ადმინისტრაციული პერსონალის ტრენინგი პროექტ RURD-ის ფარგლებში

12 ოქტომბერი 2021

11 ოქტომბერს ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტისუნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში (RURD)“ გაიმართა ადმინისტრაციული პერსონალის ტრენინგი

 

ტრენინგის შინაარსი ეფუძნებოდა ევროპელი პარტნიორების მიერ გაზიარებულ საუკეთესო პრაქტიკასა და მასალებს. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია  რეგიონული უნივერსიტეტების სტრატეგიული დაგეგმვის შესახებ, მისიისა და ღირებულებების ფორმულირების და დანერგვის პროცესებზე. რეგიონული უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციის პროცესებსა და გამოწვევებზე, ქალაქისა და რეგიონის სტრატეგიულ ბრენდინგსა და მათ კონკურენტურ უპირატესობებზე, ინდუსტრიებთან თანამშრომლობის ფორმებზე და .

 

RURD -ის პროექტის მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.

 

პროექტში ჩართულები არიან საქართველოს რეგიონული უნივერსიტეტები, მათ შორის კავკასიის უნივერსიტეტი, 4 ევროპელი პარტნიორი ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და ლიეტუვიდან, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს