4 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, ერაზმუს + ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტის - "აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (INTEGRITY)" ფარგლებში, უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს სხდომაზე, ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორმა პროექტის ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციების გათავლისწინებით წარმოადგინა აკადემიური კეთილსინდისიერების კოდექსის განახლებული ვერსია.
საბჭოს წევრებმა განიხილეს და დაამტკიცეს აღნიშნული დოკუმენტი. ბრძანების შესაბამისად, დოკუმენტი გავრცელდა სტუდენტებთან, ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალთან.
პროექტის მიზანია, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და სწავლების, შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. ასევე, პროექტი მიზნად ისახავს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, აღმოფხვრასა და პრევენციას საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.