კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლამ (CSG) მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში EDUPART, რაც მოიცავდა საჯარო პოლიტიკასა და ადმინისტრირებაში დისტანციური სწავლების სამი კურსის ჩატარებას DSL Moodle-ის საშუალებით:
- საჯარო მმართველობა, მოწვ. პროფ. ნინო დოლიძე
- ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ევროპეიზაცია, მოწვ. პროფ. სერგი კაპანაძე
- საზოგადოებრივი ორგანიზაციების მენეჯმენტი, მოწვ. პროფ. თინათინ კუპრაშვილი
EDUPART-ის ფარგლებში, მონაწილეები ასევე ეწვივნენ თბილისს, ოთხდღიანი ინტენსიური სესიებისთვის თემაზე: „საქართველოს საჯარო ადმინისტრირება და მმართველობა: რეფორმები და შედეგები“. ღონისძიებას მასპინძლობდა კავკასიის უნივერსიტეტის პროექტების მართვის დეპარტამენტი და სახელმწიფო მართვის სკოლა.
პროექტის მონაწილეებს მიესალმა ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის საკითხებში, ქ-ნი ირენა მელუა, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი და NISPACee-ის პრეზიდენტი, ქ-ნი ეკა აკობია და დისტანციური სწავლების კურსის ინსტრუქტორები. კავკასიის მმართველობის სკოლამ პროექტის მონაწილეებს გადასცა ონლაინ ტრენინგ-კურსების დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები.
ადგილობრივი სესიების ფარგლებში EDUPART-ის მონაწილეებმა მოისმინეს შემდეგი თემები საქართველოს PA-ს რეფორმების შესახებ წამყვანი ადგილობრივი ექსპერტებისა და პრაქტიკოსებისგან:
- რეგულირების ზემოქმედების შეფასება (RIA) ეფექტური საჯარო ადმინისტრირებისთვის: საქართველოს გამოცდილება
- საჯარო ფინანსებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის მართვა: გამჭვირვალობა და ეფექტურობა
- ელექტრონული მმართველობა: მოქალაქეებისთვის ციფრული სერვისების მიწოდება
- საჯარო მმართველობის რეფორმა (PAR) საქართველოში
- პოლიტიკის დაგეგმვა საქართველოს საჯარო სექტორში
- პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგი და შეფასება საქართველოში
- სიმულაციური სავარჯიშო მმართველობაში
მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს ადგილობრივ სსო-ებთან შემდეგ თემებზე:
- IDFI-ის საქმიანობა: სახელმწიფო მმართველობის გაუმჯობესება საქართველოში
- საარჩევნო პროცესები საქართველოში: საუკეთესო პრაქტიკა და გამოწვევები არჩევნებისა და არჩევნების მონიტორინგის დროს
- სსო-ების ჩართულობა ადამიანის უფლებათა პოლიტიკისა და პრაქტიკის ჩამოყალიბებაში
- საქართველოს ევროპული გზა: მთავარი გამოწვევები
სესიები უზრუნველყოფდა უნარ-ჩვევების განვითარებას და ცოდნას საჯარო პოლიტიკისა და საჯარო ადმინისტრირების სფეროში და იყო, პროექტის მონაწილეთა შეფასებით, უაღრესად ინტერაქციული და საინტერესო.