ერაზმუს+ ის პროექტის - SQUARE კონსორციუმის შეხვედრა

9 მარტი 2022

 

2-3 მარტს  ერაზმუს+ ის პროექტისსაქართველოს უნივერსიტეტებში მესამე მისიის ხარისხის და აქტუალურობის გაძლიერება“  - Strengthenining the Quality and Relevance of the 3rd mission in Georgian Universities“ (SQUARE)“ ფარგლებში  პროექტის კონსორციუმის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ონლაინ ფორმატში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

 

ორ დღიანი ვორქშოპის განმავლობაში პროექტის პარტნიორებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები უნივერსიტეტებში მესამე მისიის ფარგლებში მიმდინარე პროექტების შესახებ. კავკასიის უნივერსიტეტიდან ანგარიში წარადგინა კვლევისა და მონაცემთა ანალიზის სამსახურის უფროსმა, მაცაცო ტეფნაძემ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი ირენა მელუა. აღსანიშნავია, რომ ანგარიშის მომზადების პროცესში კავკასიის უნივერსიტეტს მენტორობას უწევდნენ EFMD-ის გუნდის წევრები. EFMD-ის ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს როგორც უნივერსიტეტის მიერ გაწეული საქმიანობა მესამე მისიის აქტივობების საუნივერსიტეტო შეფასების ნაწილში, ასევე ზოგადად, მესამე მისიასთან მიმართებაში საუნივერსიტეტო პროცესები და პროექტები

 

მე-3 მისიის პროექტზე მუშაობისას კავკასიის უნივერსიტეტმა შეიმუშავა მიდგომა, რომელიც მიზნად ისახავს მე-3 მისიის სტრატეგიული ეფექტიანობის შეფასებას და საუნივერსიტეტო აქტივობების ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ზეგავლენის იდენტიფიცირებას. აღნიშნული მიდგომა  ექსპერტების მიერ დასახელდა როგორც საუკეთესო პრაქტიკა, რომელსაც სამომავლოდ გამოიყენებენ საერთაშორისო პროექტებში.

 

შეხვედრის დასკვნით ნაწილში ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ევროპის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული სააგენტოების მიერ მესამე მისიის შეფასების  შედარებითი კვლევის ანალიზი წარმოადგინა

 

მესამე მისიის პროექტის მიზანია უნივერსიტეტების მესამე მისიის ხარისხის და რელევანტურობის გაუმჯობესება, რაც გულისხმობს უნივერსიტეტების როლის ზრდას საზოგადოების სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში.  

 

პროექტში ჩართულია 8 ქართული და 3 ევროპული უნივერსიტეტი, საერთაშორისო სააკრედიტაციო სააგენტო (EFMD), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. პროექტის კოორდინატორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

პროექტის ფარგლებში ქართული უნივერსიტეტები საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით შექმნიან მეთოდოლოგიას და გზამკვლევებს მესამე მისიის დაგეგმვის, დანერგვის, განხორციელებისა და შეფასების შესახებ, ასევე შემუშავდება მესამე მისიის სტრატეგიაგანათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განაახლებენ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემას და მოახდენენ აქტივობების შეფასების ინტეგრირებას ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს უნივერსიტეტების მესამე მისიის შესახებ ცნობადობის ამაღლებას. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის კონსორციუმის თითოეულ წევრ უნივერსიტეტში  მოხდება მესამე მისიის თითო პროექტის პილოტირება