ტრენინგი "საჯარო შესყიდვების სამართლებრივი ჩარჩო ევროკავშირსა და საქართველოში"

25 მაისი 2021

 

                                                                    

 

 

24 მაისს, ჟან მონეს პროექტის ფარგლებში - ევროკავშირის სამართლებრივი სახე - კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგი - "საჯარო შესყიდვების სამართლებრივი ჩარჩო ევროკავშირსა და საქართველოში".

 

ტრენინგს ესწრებოდა 46 პირი, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, იურისტები, აკადემიური პერსონალი, სტუდენტები, სხვადასხვა ადმინისტრაციის თანამშრომელი. 

დღის ბოლოს, ტრენინგის მონაწილეებს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

 

ტრენინგის საორგანიზაციო აქტივობები (მონაწილეთა შერჩევა, მოწვევა, კვება, ტექნიკა, ტრენინგის მასალები, კოვიდ-19-ის რეგულაციების შესაბამისი მოწყობა) კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრმა განახორციელა.