კავკასიის უნივერსიტეტმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით გაიმარჯვა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 02 ივნისის №582615 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „კონკურენტული ინოვაციის ფონდის CIF-ის (საქართველო I2Q ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი კონკურენტული ინოვაციის ფონდი) ფარგლებში გამოცხადებულ, პირველ საგრანტო კონკურსში.
პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ წარდგენილ იქნა საპროექტო განაცხადი: „სამეწარმეო განათლება, გზა ინოვაციის, თანასწორობისა და ხარისხისაკენ“. პროექტმა კონკურსის ფარგლებში წარდგენილ 30 განაცხადს შორის მე-4 ადგილი დაიკავა და მოიპოვა დაფინანსება.
აღნიშნულ პროექტს კავკასიის უნივერსიტეტი და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ჩართულობით განახორციელებს.
CIF-ის მიზანია, ხელი შეუწყოს უმაღლესი განათლების პროგრამებისა და სასწავლო გარემოს სწრაფ მოდერნიზებას და შრომის ბაზართან მათი კავშირის გაძლიერებას.