კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის.
პროგრამების, ვაკანტური ადგილებისა და ფასების ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ აქ და ელექტრონულ პორტალზე: students.emis.ge
მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge) რეგისტრაციის ვადა განსაზღვრულია 2024 წლის 30 იანვრიდან - 2024 წლის 8 თებერვლის 18.00 საათამდე;
ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგების გამოქვეყნების ვადა - 12 თებერვალი
მობილობის წესებისა და პროცედურების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 2377777, იხილეთ კავკასიის უნივერსიტეტის ვებ-გვერდი ან იხილეთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდი.
- ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის კავკასიის უნივერსიტეტში გამოცხადების და საჭირო საბუთების წარმოდგენის ვადებია - 12-14 თებერვალი;
- უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება, აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება – 14-17 თებერვალი.
- მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვა - 19 თებერვალი.
საჭირო საბუთებია:
- განცხადება
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის სათანადოდ დამოწმებული ასლები;
- სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- წინა საგანმანათლებლო საფეხურის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიული ასლი (ბაკალავრიატზე მობილობის შემთხვევაში - ატესტატის ნოტარიული ასლი ან დედანი, მაგისტრატურაზე მობილობის შემთხვევაში - ბაკალავრის დიპლომის და დანართის ნოტარიული ასლი, დოქტორანტურაზე მობილობის შემთხვევაში - მაგისტრის დიპლომის და დანართის ნოტარიული ასლი);
- წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;